ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის ვერდიქტი ცნობილია, მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაში რჩება.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მღებრიშვილის საქმის განხილვა ე.წ. სასამართლომ გუშინ დაიწყო და გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ოჯახი ფაქტს აპროტესტებს და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.