
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი იქნება. ის წინა სპიკერის, კევინ მაკარტნის გადაყენებიდან სამი კვირის შემდეგ დღეს აირჩიეს. CNN წერს, რომ რესპუბლიკელი ჯონსონის კანდიდატურა 220 ხმა ჰქონდა, დემოკრატ ჰაკიმ ჯეფრისს კი 209. მანამდე, რესპუბლიკელებმა ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა არაერთხელ წარადგინეს, თუმცა მისი არჩევა ვერ მოხერხდა.
მაკარტის გადაყენების ინიციატივით რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეა. უკმაყოფილება კი გამოიწვია იმან, რომ მაკარტი დემოკრატებთან კომპრომისზე წავიდა. მის პარტიაში მის წინააღმდეგ მისცეს ხმა მას შემდეგ, რაც მან დადო შეთანხმება სენატის დემოკრატებთან სამთავრობო უწყებების დაფინანსებაზე.
გეტციმ სპიკერი დაადანაშაულა თეთრ სახლთან საიდუმლო გარიგებაში უკრაინის დაფინანსების გასაგრძელებლად, შაბათ-კვირას მთავრობის "შათდაუნის" თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებების ფონზე. მაკარტი ამას უარყოფს: "არ ვნანობ მოლაპარაკებას. ჩვენი მთავრობა შექმნილია კომპრომისის მოსაძებნად".