რუსეთმა "მასობრივი ბირთვული დარტყმის" წვრთნა ჩაატარა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა "მასობრივი ბირთვული დარტყმის" წვრთნა ჩაატარა - ინფორმაციას მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სერგეი შოიგუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა", - წერს მედია. 

შოიგუს თქმითვე, წვრთნები "რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმის შესაბამისად ჩატარდა, რომ მასობრივი ბირთვული დარტყმა მტრის ბირთვული დარტყმის საპასუხოდ მოამზადონ".

მათივე ინფორმაციით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "იარსი" არხანგელსკის რეგიონის პლესეცკის კოსმოდრომიდან გამჩატკაში, საცდელ ადგილას გაუშვეს. სინევას ბალისტიკური რაკეტა კი ბარენცის ზღვაში მდებარე ბირთვული წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის თქმით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნაში ორი TU-95MS შორეული რაკეტის მატარებელი მონაწილეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი