
მმართველმა გუნდმა თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატიც პარტიის თავმჯდომარის გარეშე წარადგინა.
ბიძინა ივანიშვილი ისევე როგორც სხვა მაჟორიტარების, არც გოგი მეშველიანის წარდგენას დასწრებია.
ჟურნალისტების კითხვაზე აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართას, თალაკვაძემ განმარტა, რომ აპირებს, თუმცა როდის, ეს სავარაუდოდ არც თალაკვაძემ იცის.
პარტიის თავმჯდომარე, რასაკვირველია ჩართულია ჩვენი პარტიის მუშაობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჩვენ ამ გეგმებით და ამ გამოცდილი გუნდით მივიღებთ საზოგადოების მხარდაჭერას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას, - თქვა არჩილ თალაკვაძემ