"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ცნობით, აფხაზეთში, დროებით ოკუპირებულ სოფელ ფიჩორთან, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს.
როგორც ორგანიზაცია წერს, რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია. ამასთან, ოჩამჩირის მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
DRI აცხადებს, რომ ნაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია. სოფელი ფიჩორი გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი საკონტაქტო პირების განცხადებით:
- რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
- სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
- რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
- ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული", - წერს DRI
DRI-ის შეფასებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.
ორგანიზაცია ამბობს, რომ როდესაც მტრული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას, საქართველოს ხელისუფლებამ, სულ მცირე, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: