მოსამართლემ ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა | ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში

გამოქვეყნდა:

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე კოტე ჭილაიამ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 

ბრალდებულის გამამართლებელ განაჩენს და გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში, მოკლული ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი სირაბიძის "ქართულ ოცნებასთან" ახლო კავშირზე საუბრობენ, რადგან ბრალდებულის ბიძაშვილი რიჩარდ სირაბიძე, ბათუმის საკრებულოს წევრია "ოცნებიდან".

მკვლელობა ბათუმში 11 მარტს მოხდა, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და დაკავებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ.

პროკურატურა დღევანდელი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ბრალდების მხარის თქმით, სირაბიძე არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, არამედ განზრახ მოქმედებდა. 
 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი