არჩევნებზე, ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად მონაწილეობა განიხილება | კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტს ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს და განიხილება მისი კანდიდატად მონაწილეობას არჩევნებში, ერთ-ერთი პარტიიდან, თუმცა რომელი პარტიიდან, ამაზე კობახიძე არაფერს ამბობს:

"მას ჩვენ ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს საბოლოო ჯამში რეალურად დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგებზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის" ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი