ბერდიანსკში, უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობამ რუსული ФСБ-ს ოფიცრები მანქანაში ააფეთქა | დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა მანქანა, რომელშიც რუსეთის ФСБ-ის ოთხი თანამშრომელი იჯდა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა ოპერაცია მიჩურინის ქუჩაზე, სასტუმრო Jasmin Guest-House-თან ჩაატარეს, რომელსაც FSB-ის თანამშრომლები სამალავად იყენებდნენ.

დაზვერვის თანახმად, ლიკვიდირებულ ოკუპანტებს შორის არის რუსი სამხედრო დამნაშავე, რომელიც უკრაინის ადგილობრივ მოქალაქეებს აწამებდა.

უწყების ინფორმაციითვე, მანქანის აფეთქების შემდეგ, ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტებმა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გაახანგრძლივეს კომენდანტის საათი, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სასწრაფოდ დატოვეს სასტუმრო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი