ისრაელში იდენტიფიცირებულია ტერორისტების მიერ გატაცებული 224 ტყვე და 808 მოკლული სამოქალაქო პირი | განახლებული მონაცემები

გამოქვეყნდა:

ისრაელი "ჰამასის" მიერ დატყვევებულებისა და მოკლულების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს. 

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების [IDF] სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, უკანასკნელი მონაცემებით, ტერორისტების მიერ გატაცებული 224 ტყვე არის იდენტიფიცირებული. მისივე თქმით, ეს ციფრი საბოლოო არ არის და სხვა ტყვეების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დაღუპულებს, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლული 808 ადამიანის ცხედარია იდენტიფიცირებული.  ეს ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული სამოქალაქო პირების 84%-ია. სამოქალაქო პირების გარდა, თავდასხმებს უსაფრთხოების სამსახურების 300-მდე წევრი შეეწირა.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ცხედრების ნაწილის იდენტიფიცირება რთულია, რადგან ისინი მძიმედ დასახიჩრდნენ. 

მათივე ცნობით, ამ დრომდე 701 ცხედრის დაკრძალვა მოხერხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი