"ოცნების" საარჩევნო კამპანია პროტესტის ფონზე - მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას დაუპირისპირდა და აქციით დახვდა. ადგილობრივები ზაურ დარგალის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას აპროტესტებენ.
"კანონდამრღვევი დარგალი ვერ იქნება პარლამნეტში" - ამ შინაარსის ლოზუნგებით დახვდნენ "ოცნების" ლიდერებს მარნეულის მაცხოვრებლები. ისინი სწორედ, იმ ადგილას მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდს დარგალი უნდა წარედგინა.
ვაპროტესტებთ იმას, რომ კანონდამრღვევის წარდგენა არ უნდა ხდებოდეს ამ ძეგლთან - "კიდევაც დაიზრდებიან", რომელიც არის ქვეყნის წინსვლის სიმბოლო და უნდა ხდებოდეს იქ, რომელი ძეგლიც მან შეამკო და პომპეზურად გახსნა, მოღალატე ნარიმანოვის ძეგლთან - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე
ხმაურისა და პროტესტის მიუხედავად "ოცნებამ" დარგალი მაინც წარადგინა.