ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თორმეტი სატვირთო ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სატვირთოებმა ღაზას სექტორში წყალი, საკვები და სამედიცინო ნივთები შეიტანეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორში 74 ასეთი სატვირთო ავტომობილი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.