"ერთად დავიცვათ საქართველო რუსი ოკუპანტებისგან!" | პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

არა მონობას! ერთად დავიცვათ საქართველო რუსი ოკუპანტებისგან! - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება. აქციას მოქალაქეები აანონსებენ.

დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 208 000 000 მ2 შედის ოკუპაციაში, ოკუპაცია უკვე დაწყებულია და ჩვენი ე.წ მთავრობა არანაირ რეაგირებას არ ახდენს, შესაბამისად ჩვენ, ყველანი ვართ იძულებულნი, ვაიძულოთ მთავრობა გადადგას საქართველოსთვის დამატებითი ნაბიჯი და არ მიაბაროს სრულიად ოკუპანტ რუსეთს!

“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, ერთად დავიცვათ საქართველო რუსი ოკუპანტებისგან!,- წერენ ორგანიზატორები

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი