“შავი ზღვა ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გრავიტაციის ცენტრი ხდება. ესაა ეკონომიკა, რომელსაც მოყვება უსაფრთხოება”, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით საუბრობს.
ძალიან კარგია, რომ უკვე ამ კონტექსტში იხილება საქართველო, შავი ზღვის კონტექსტში. შავი ზღვა იხილება, როგორც გრავიტაციის ახალი ზონა, გეოპოლიტიკურიც, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა ევროპაში, როგორც გეოპოლიტიკური, ისევე ეკონომიკური თვალსაზრისით. და ამ კონტექსტში მოხსენიებულია ორი მთავარი ასე ვთქვათ, მოთამაშე, საქართველო და უკრაინა. ეს ძალიან მაგარი რამეა, სინამდვილეში.
ჩემი ხედვით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ეს არის და ეს უნდა გამოვიდეს. ამას ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლება, თავისთავად ცხადია და ეს ფაქტებით ვიცით, "რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაზე", ეს ბიძინა ივანიშვილის ციტატაა. სხვათაშორის, ჩემს ეთერში ნათქვამი მამუკა ხაზარაძის მიერ პირველად. და ეს ამ ქვეყნის პოზიციაა ამ წუთში და მისი ხელისუფლების, სამწუხაროდ. და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამიტომაც ჩაიშალა. ამერიკაში, სხვათაშორის საუბარი მქონდა ოჩამჩირეზეც, მაშინ არ იყო ეს ამბები მომხდარი და ოჩამჩირე არის კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი ღრმაწყლოვანი პორტის თვალსაზრისით, და ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო ხიდი ოკუპირებულ ტერიტორიასთან. მაგრამ მერე რა მოჰყვა, ახლა ოჩამჩირეში რა ხდება, კი ვხედავთ. და საქართველოს ხელისუფლების ნულოვან რეაგირებასაც ვხედავთ.
ეს არის საქართველოს მომავალი. ეს არის მისი ევროკავშირში ყოფნის მთავარი შედეგი იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება სტრატეგიულად სანდო პარტნიორი. და, მეორე მხრივ, ეს დააჩქარებს ევროკავშირში შესვლას, ამ ტიპის გეოპოლიტიკური ინტერესი. ევროპისთვის არ არის მარტო ის საკმარისი, რომ საქართველოს აინტერესებს ევროპა. მნიშვნელოვანია, რომ ასევე მას აინტერესებდეს საქართველო. და საქართველო, რეალურად, იქნება მთავარი დამაკავშირებელი გზა კასპიიდან შავ ზღვამდე და კასპიის მიღმა შუა აზიიდან, ჩინეთიდანაც კი, და შავი ზღვის გავლით შეიძლება გაიშალოს ყველა ევროპული მიმართულება - კონსტანცა, რაც რუმინეთია, ვარნა და ბურგოსი, რაც ბულგარეთია და, რა თქმა უნდა, ოდესა ილიჩოვსკი, რაც უკრაინაა და იქიდან უკვე დაიფაროს ყველა ტიპის პროდუქტით, მათ შორის, ენერგომატარებლებით მთელი ევროპა.
და ამ ვითარებაში უკან იქნება მოტოვებული დღევანდელი ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი ამ სანაპიროზე, აღმოსავლეთ სანაპიროზე შავი ზღვის და ეს არის რუსული პორტი, ნოვოროსიისკი. ეს არის მნიშვნელობა ამ ყველაფრის და მნიშვნელობა არის ის, რომ აი ეს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილება გამოიწვევს უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილებას და ამიტომ, როცა ამხელა ეკონომიკური ინტერესია დასავლეთის მხრიდან, ყოველთვის შემოყვება უსაფრთხოების გარანტიები შეიარაღებული ძალების სახით, დაცვის სახით, ამ ობიექტების. ეს არის ეკონომიკა, რომელსაც უნდა შემოყვეს უსაფრთხოება და არა პირიქით. ეს ყველაზე კარგი სქემაა და დღევანდელი განხილვები ამას ცხადყოფდა.
ხელისშემშლელი ფაქტორიც დასახელებულ იქნა - ეს არის რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება ერთობლივად. დემოკრატიული არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების გარეშე ეს ამბავი არ გამოვა. ისევე როგორც, არ გამოვა ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია. არ გამოვა და მორჩა, - ამბობს ნიკა გვარამია.