
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილს, 15 წლის ადამ კადიროვს ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი მიენიჭა. მედიის ცნობით, ერთი დღით ადრე მან თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდოც აიღო.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერის ინფორმაციით, კადიროვის შვილს ჩერქეზეთის უმაღლესი ორდენი "მისი წვლილისთვის ერთაშორისო და რეგიონთაშორისი ერთიანობის განვითარებისა და ტრადიციული ისლამური ფასეულობების გამყარებისთვის" მიენიჭა.