სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერების ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში. ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ პირველად, ბაქოსა და ერევანის მთავრობების მეთაურები თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე შეიკრიბნენ. ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილმა დაპატიჟა, თუმცა შეძლებს თუ არა საქართველოს პრემიერი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შორის კომუნიკაციის დამყარებას, უცნობია. პრემიერები დღესაც თბილისში რჩებიან და აბრეშუმის გზის ფორუმი ხვალაც გაგრძელდება.