აჭარის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

დავით მაღრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

გამოცემა წერს, რომ ამ თანამდებობაზე ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ა.წ უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ხურცია დაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ დავით მაღრაძე აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, მაღრაძე ერთ-ერთი იყო Mona.ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილ სიაში. ჩამონათვალში ის ჭორვილას აქციის დროს, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის შეიყვანეს.

ფოტო: "ბათუმელები"

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი