ლაზარეს საქმის ცრუ მოწმე პოლიციელები, მოსამართლე, "იმედის" ჟურნალისტი და დეპუტატები | MONA.GE-ს მეორე სერია

გამოქვეყნდა:

მონების რეესტრს ახალი გვარები დაემატა. MONA.GE-ზე 13 პირი მოხვდა. ესენი არიან ლაზარე გრიგორიადისის საქმის ორი ცრუ მოწმე პოლიციელი - გიორგი მაისურაძე და რობერტ ბზიშვილი, ასევე მოსამართლე ნინო ნაჭყებია, რომელმაც ლაზარეს პატიმრობა შეუფარდა.

სიას დაემატა ცენზურის კანონის ინიციატორი დეპუტატები - ირმა ზავრადაშვილი,ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბაჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი;

ასევე, ჭორვილას აქციის დროს,  ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის აჭარის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე. სიას დაემატა "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გამსახურდიაც, რომელმაც პლატფორმის დამფუძნებლების ინფორმაციით, დასავლეთს საქართველოში არეულობის მოწყობა დააბრალა.

MONA.GE-ს პირველი სია 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი