ემიგრანტები დეპორტაციის მოლოდინში | გერმანია ქართველებისთვის კანონებს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

ქართველებისთვის გერმანული კანონები მკაცრდება. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყანას თავშესაფარს სთხოვენ, ახლა უმძიმეს ვითარებაში არიან. უკვე რამდენიმე კვირაა, გერმანიიდან ერთმანეთის მიყოლებით ჩარტერული რეისები სრულდება, რომლებითაც უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად სამშობლოდან გადახვეწილ ხალხს ისევ საქართველოში აბრუნებენ.

დეპორტაციისთვის მოქალაქეების შერჩევის გამკაცრება და ახალი წესების ამოქმედება პირველ რიგში საქართველოს პოლიტიკურ სტატუსს უკავშირდება - "ქართული ოცნების" ხელისუფლების ინიციატივით საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია გადაყვანილი და გერმანული პოლიტიკის გამკაცრებას ამ ფაქტს უკავშირდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი