რუსეთის არმიის წევრი თბილისში | როგორ შემოვიდა ოკუპანტი ანა ლაკობა საქართველოში

გამოქვეყნდა:

როგორ შემოვიდა რუსეთის საოკუპაციო არმიის წევრი საქართველოში და რატომ არ ჰქონდა რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს? ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პოლიციის ვალდებულება არ არის, აკონტროლოს სოც. ქსელები და დაადგინოს, ვინ და რა მიზნით შემოდის ქვეყანაში. არადა, ანა ლაკობა, რომელიც რუსულ არმიაში მსახურობს და უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის უშუალო მონაწილეა, უკვე ორ დღეზე მეტია საქართველოში ისვენებს და ფოტოებს თბილისური ტურნედან ტიკ-ტოკზეც ათავსებს. ამის მიუხედავად, არც ერთი უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა, როგორ შემოვიდა ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი პირი და აგრესორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე საქართველოს ტერიტორიაზე. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი