ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ჰამასის" მაღალჩინოსნების მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება. უწყების სპიკერი ამბობს, რომ ისინი რუსეთში მათ მიწვევას "უხამს ნაბიჯად" მიიჩნევენ. ისინი მოსკოვს მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდებენ.
"ჰამასი" ისლამურ სახელმწიფოზე უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. მისი მაღალჩინოსნების ხელები 1400-ზე მეტი ისრაელელის სისხლითაა შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს. ისინი პასუხისმგებლები აარიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების...
ისრაელი "ჰამასის" მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს. ეს მხარს უჭერს ტერორიზმს და "ჰამასის" ტერორისტების სისასტიკეს აძლევს ლეგიტიმაციას. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს "ჰამასის“ ლიდერები", - თქვა ლოირ ჰიატმა.