ისრაელი გააგრძელებს ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს | IDF-ის სპიკერი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები გააგრძელებენ ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს უახლოეს დღეებში, რათა მოემზადონ ომის შემდეგი ეტაპებისთვის "ჰამასის" წინააღმდეგ.

ჰაგარის თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციების მიზანია "ჰამასის" ბოევიკების მოკვლა, ყოვლისმომცველი შეჭრისთვის საფუძვლის ჩაყრა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სადაზვერვო პუნქტების განეიტრალება.

მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უწყებამ განაცხადა, რომ ღამით ღაზის ჩრდილოეთით ტანკების გამოყენებით "მიზანმიმართული რეიდი" განხორციელდა.

ჰაგარმა განაცხადა, რომ IDF აგრძელებს თავდასხმებს ღაზის მიმართულებით როგორც ჰაერიდან, ისე ზღვიდან და რომ ეს იერიშები ფოკუსირებულია "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაურების ლიკვიდაციაზე, ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი