გარდაიცვალა ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და "ბიაფის" (საერთაშორისო კინოფესტივალი) დამაარსებელი და ხელმძღვანელი, გიორგი გოგიბერიძე.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბოლო წლებში გოგიბერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "თეთრი კვადრატის" ავტორი და წამყვანი იყო.
გოგიბერიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 49 წლის იყო.