"ქართული ოცნების" მთავარი მოკავშირის კიდევ ერთი ღიად ანტიდასავლური განცხადება. უნგრეთის პრემიერი ამტკიცებს ბრიუსელმა მარცხი განიცადა. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა და ბლოკმა უნდა შექმნას გეგმა „ბ“, რადგან "უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ".
"ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ. ამიტომ, საჭიროა გეგმა ბ და როდესაც ამ გეგმის ღირებულებას დავიანგარიშებთ, შემდეგ შეგვეძლება, რომ ხარჯები გავინაწილოთ. უკრაინისთვის დამატებით 20 მილიონი ევროს გაგზავნის გეგმა არ იყო კარგად შემუშავებული და ვერ გამოდგებოდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძვლად, ამიტომ ვთქვით მასზე უარი. საკმაოდ სერიოზული ბრძოლა იყო, განსაკუთრებით უკრაინის თემაზე." თქვა ორბანმა.
ორბანის ამ განცხადებას წინ უძღოდა პეკინში, პუტინთან გამართული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ.