WHO: ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, 1 000 ცხედარი კვლავ ნანგრევების ქვეშაა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ღაზაში ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ 1000 ცხედარია დარჩენილი. გარდაცვლილები იდენტიფიცირებულები არ არიან.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი არ შედიან "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ WHO-სთვის მიწოდებულ სიკვდილიანობის მონაცემებში.

"ჩვენ ვიღებთ ამ შეფასებებს, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა", - თქვა რიჩარდ პიპერკორნმა, WHO-ს  წარმომადგენელმა ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე.

ის პასუხობდა კითხვას ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. "ჰამასის" ხელმძღვანელობით მოქმედი სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 7000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი