თავდასხმა იყო ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივზე. "ჰამასმა" განაცხადა, რომ ისაა პასუხისმგებელი იერიშებზე. ორი შეტევა დაახლოებით ნახევარი საათის დაშორებით განხორციელდა.
"ჰამასის" მტკიცებით, განაახლეს დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ "სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ".
გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.
მოგვიანებით თელ-ავივის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაშავდა ბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. მან აღნიშნა, რომ პოლიციამ ჯერ ვერ შეძლო შენობაში შესვლა, რათა დარწმუნდეს, რომ სხვა არავინაა დაშავებული.