ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს | ლეიენი

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე G7-ის ქვეყნებთან ერთად მუშაობენ.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს... ევროკავშირს სურს გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა," - თქვა ლეიენმა.

ასევე, როგორც უკრაინული მედია წერს, G7-ის ქვეყნები ოქტომბრის ბოლომდე გამოაცხადებენ რუსული ბრილიანტის იმპორტის შეზღუდვის მექანიზმს, რის შემდეგაც ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაასრულებს წინადადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი