EU გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან | სამიტის დასკვნითი განცხადება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან და საქართველოსთან და მხარს დაუჭერს მათ რეფორმების ძალისხმევაში  ევროპულ გზაზე - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მის უფლებას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის ძლიერ ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის მნიშვნელობას და აუცილებლობას, დააჩქაროს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის, რაკეტებსა და საბრძოლო მასალის, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემების, ხალხისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

რუსეთმა და მისმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და საერთაშორისო სამართლის სხვა უმძიმესი დანაშაულებისთვის - ნათქვამია დოკუმენტში. 

ევროპული საბჭო მხარს უჭერს, გაგრძელდეს მუშაობა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულისთვის, ტრიბუნალის შესაქმნელად, რომელიც ისარგებლებს ყველაზე ფართო რეგიონალური მხარდაჭერითა და ლეგიტიმაციით. 

"ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობს რუსეთის უკანონო დეპორტაციას და რუსეთსა და ბელარუსში უკრაინელი ბავშვებისა და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების გადაყვანას და მოუწოდებს რუსეთს და ბელარუსს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათი უსაფრთხო დაბრუნება".

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სანქციების გაძლიერების აუცილებლობაც:
 
"რუსეთის აგრესიული ომის წარმოების უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების შემდგომი გაძლიერებით და მათი სრული და ეფექტიანი განხორციელებით და მათი გვერდის ავლით, განსაკუთრებით მაღალი რისკის საქონელზე, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიული ომის მუდმივ სამხედრო მხარდაჭერას ირანისა და ბელარუსის მიერ. ის ასევე მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით DPRK-ს, [ჩრდილოეთ კორეა] არ გაუწიონ მატერიალური ან სხვა სახის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიულ ომს. ევროკავშირი გააძლიერებს მუშაობას პარტნიორებთან ომის შესახებ ყალბი რუსული ნარატივებისა და დეზინფორმაციის დასაპირისპირებლად".

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარცვლეულის მდგრადი ექსპორტისთვის:

"რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელების შეწყვეტის შესახებ და მისი მიზანმიმართული თავდასხმები უკრაინის მარცვლეულის შესანახ და საექსპორტო ობიექტებზე, ისევე როგორც მისი ქმედებები შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების შეფერხების მიზნით, აჩვენებს, რომ რუსეთი ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი