
"შენ ევროკავშირში" - კანდიდატი სტატუსის მხარდასაჭერი კამპანია გრძელდება. "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, ორგანიზაცია "წერტილი" და "რეგიონის ხმა", აქტიურ მოქალაქეებთან ერთად რეგიონებში მოგზაურობს.
საინფორმაციო კამპანიას დღეს ზუგდიდმა უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორგანიზატორებმა მსვლელობა მოაწყეს, მოსახლეობას საინტერესო იდეები, სამოქმედო გეგმა გააცნეს და საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რა სოციალური, ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო სიკეთეების მომტანია ჩვენი ევროპული არჩევანი.