
ანგოლაში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა:
"საქართველო და ტუვალუ იზიარებენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. მადლობა გადავუხადე ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარეს სამუელუ პენიტალა ტეოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოვთქვი მზადყოფნა, განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კონკრეტული ინიციატივებით." წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
ანგოლას დედაქალაქ ლუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეა იმართება. პაპუაშვილთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი