"რუსები ნუ მელაპარაკებით, თქვენ ხართ რუსი" | ენმ-ის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ გამართული შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა

გამოქვეყნდა:

“ჰოლიდეი ინში” ცესკო-ს მიერ გამართული შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ლეგიტიმაცია არ გაგაჩნიათ“ - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გიორგი კალანდარიშვილს. ფარულავა დაინტერესდა, რატომ იყო პროცესი დახურული: 

„ჩვენ გვინდა გამჭვირვალე პროცესი, ეს არ არის გამჭვირვალე პროცესი. ჩვენმა წევრებმა არ იცოდნენ ისე შეარჩიეთ აუდიტორია. მე მოვედი და მაინტერესებს რატომ იყო დახურული ეს პროცესი?” - თქვა ფარულავამ.

ენმ-ის ინფორმაციით, არასასურველი შეკითხვებისგან კალანდარიშვილს "ხალხის ძალის" გურამ მაჭარაშვილი და სოზარ სუბარი იცავდნენ. 

"გამშველებლებად შუაში ჩადგნენ და ჩხუბი დაიწყეს. ლაშა ფარულავამ კი სოზარ სუბარს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ საერთოდ ნუ მელაპარაკებით, რუსები ნუ მელაპარაკებით, თქვენ ხართ რუსი.“ - ნათქვამია ენმ-ის ინფორმაციაში. 

ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, პროცესი იყო დახურული, არ არის გამჭვირვალე და ასეთი დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის არის მიუღებელი. თავისუფალი სამყაროსთვის ასეთი პროცესი არის მიუღებელი და შევეწინააღმდეგებით, არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი ჩავარდნებით ჩავატარებინებთ არჩევნებს. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვითხოვთ ჩვენი ემიგრანტებისთვის, ისინი ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეს, ჩვენი პატრიოტებისათვის ვითხოვთ ონლაინ არჩევნებს, ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მალე ოპოზიციასთან
ერთად შევიტანთ საკანონმდებლო ორგანოში. მიუღებელია იმ სტანდარტით არჩევნების ჩატარება, როგორიც ვიხილეთ 2020 და 2021 წლებში. ასეთი დახურული პროცესით, თავისუფალი გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი