საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში | რა გვაფერხებს ევროინტეგრაციის პროცესში

გამოქვეყნდა:

10 დღე უმნიშვნელოვანესი დასკვნის გამოქვეყნებამდე. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს, რაზეც ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა იქნება დამოკიდებული. ევროპარლამენტარები ცალსახად მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, თუმცა, ხედავენ საფრთხეს, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაშიც კი ივანიშვილის პოლიტიკური კლანი გააგრძელებს ევროინტეგრაციის საბოტაჟს.

საფრთხეებზე საუბრობენ თბილისშიც. "მთავარი არხის" დამფუძნებელი ოპოზიციას კონკრეტული გეგმის შემუსავებისკენ მოუწოდებს, რადგან ოლიგარქიული რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში სტატუსმა შესაძლოა მხოლოდ ფორმალური დატვირთვა მიიღოს. 

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი