
რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოება სურს. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში კვირაში 23-ჯერ უნდა იფრინოს.
ირკვევა, რომ ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.
- მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი - კვირაში სამი რეისი;
- მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი - კვირაში ხუთი რეისი;
- სანქტ-პეტერბურგი–ქუთაისი–სანკტ-პეტერბურგი - კვირაში ერთი რეისი (2 დეკემბრიდან);
- ყაზანი–ქუთაისი–ყაზანი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
- ეკატერინბურგი–ქუთაისი–ეკატერინბურგი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
- სანქტ-პეტერბურგი–თბილისი–სანკტ–პეტერბურგი - კვირაში ერთი რეისი (18 ნოემბრიდან);
- ყაზანი–თბილისი–ყაზანი - კვირაში ორი რეისი (13 ნოემბრიდან);
- სამარა–თბილისი–სამარა - კვირაში ერთი რეისი (16 ნოემბრიდან);
- ეკატერინბურგი–თბილისი–ეკატერინბურგი - კვირაში ორი რეისი (16 ნოემბრიდან);
- ჩელიაბინსკი–თბილისი–ჩელიაბინსკი - კვირაში ერთი რეისი (15 ნოემბრიდან);
- სოჭი-თბილისი-სოჭი - კვირაში სამი რეისი.
ამგვარად, დეკემბერში, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობა შეიძლება კვირაში 58-მდე გაიზარდოს.
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან ახალი ფრენების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია.