IDF აცხადებს, რომ ვერ უზრუნველყოფს ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტიას

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს განუცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ღაზის სექტორში მუშაობენ. 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები Reuters და Agence France Presse (AFP) დაუკავშირდნენ ისრაელის სამხედროებს ამ კვირაში, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი ჟურნალისტები ღაზის ზონაში არ გახდებოდნენ ისრაელის საჰაერო თავდასხმების სამიზნე.

IDF-მ საპასუხო წერილში განაცხადა, რომ ისინი "მიზნად ისახავს ჰამასის ყველა სამხედრო აქტივობას ღაზის მასშტაბით" და "ამ გარემოებებში, [მათ] არ შეუძლიათ [მათი] თანამშრომლების უსაფრთხოების გარანტია და მტკიცედ მოუწოდებენ [მათ] მიიღონ ყველა საჭირო ზომა მათი უსაფრთხოებისთვის".

წერილში ასევე ნათქვამია, რომ "ჰამასმა" განზრახ ჩაატარა სამხედრო ოპერაციები "ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიახლოვეს", - წერს Reuters. სააგენტოს ცნობით, "ჰამასმა" დაუყოვნებლივ არ უპასუხა კითხვას ისრაელის ამ ბრალდებებზე. 

"ჩვენ წარმოუდგენლად გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გაიგოს, რომ ჟურნალისტთა დიდი გუნდი მუშაობს უკიდურესად საშიშ პირობებში", - განაცხადა AFP Global News-ის დირექტორმა.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი