ენზელ მკოიანის ოჯახზე თავდასხმა მოხდა. "ქართული ოცნების" დეპუტატის ძმა დაღუპვას გადაურჩა. ახალქალაქში მარტინ მკოიანის ავტომობილთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქებამ დააზიანა მანქანა, დეპუტატის ძმა, რომელის საჭეს მართავდა არ დაშავებულა.
ენზელ მკოიანი "მთავარ არხთან" საუბრისას მომხდარს ტერაქტად აფასებს. მისი თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 3 კილომეტრის რადიუსზეც კი ხმა ისმოდა. ახლოს მდებარე შენობებში კი ძლიერი ბიძგი იყო. მისივე თქმით, დისტანციურად აამოქმედეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და სწორედ იმ ადგილას გაიარა მისმა ძმამ ავტომობილით გაიარა, რომლითაც გუშინ, თავადაც გადაადგილდებოდა.ენზელ მკოიანი, მომხდარს ბოლო პერიოდის მუქარებს უკავშირებს, რომელსაც სოციალურ ქსელში იღებდა და ის ამ ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
მუქარამდე იყო 26 მარტის ახალქალაში, სადაც კადრებში ენზელ მკოიანი შეიარაღებული ჩანს, თუმცა ამ ყველაფერს ის მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უკავშირებს.
ოპოზიციის შეფასებით, დღეს, ახალქალაქში მომხდარი ფაქტიც ადასტურებს, თუ როგორო კრიმინალური ვითარებაა ქვეყანაში, რომ ვბრუნდებით 90-იან წლებში, როდესაც სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფება ერთმანეთს ღიად უპირისპირდებოდა და ქვეყანაშ სამართალდამცავებს არანაირი გავლენა არ ჰქონდათ. მათი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნების გზით დამარცხდეს ეს ხელისუფლება, რადგან მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებას დაუსჯელობის სინდრომით ხელი შეუწყო.
ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია აფეთქების პირველი მუხლის პირველი ნაწილით.