თითქოს აპირებენ სტადიონის დემონტაჟს, ასფალტის დემონტაჟს, რაც არ არსებობს ამ ბაღში | ქუთაისის მერიას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. "ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ და ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე "სავანის" მფლობელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბულვარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, ქუთაისის მერიამ სასამართლოზე მუნიციპალური განვითარების ფონდის 14 მილიონიანი ხარჯთაღრიცხვა წარადგინა, სადაც საუბარია სკვერში არ არსებული მოედნების დემონტაჟზე. გამოყოფილი 14 მილიონიდან უკვე 8 მილიონი ათვისებულია, თუმცა ბულვარში არაფერია გაკეთებული. უფრო მეტიც, არ არსებობს არც პროექტი. 

ქუთაისის მერია კი ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანის" დემონტაჟს გეგმავს. აღნიშნული დავა სასამართლოში განიხილება.

"საქმე გვაქვს დანაშაულთან, ეს არის აშკარა დანაშაულის ნიშნები, აქ გაწერილია ისეთი მომსახურეობები, რომლებიც არ არსებობს ბუნებაში. თითქოს აპირებენ სტადიონის დემონტაჟს, ასფალტის საფარის დემონტაჟს, რაც ბუნებაში არ არსებობს, არ არსებობს ამ ბაღში, სხვა ბაღის რეკონსტრუქცია არ მიმდინარეობს ამ წუთში ქუთაისში, შესაბამისად, აქ იკვეთება აშკარა დანაშაულის ნიშნები", - თქვა ენმ-ს წარმომადგენელმა. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი