
პოლიტიკა, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი - ახალი კვლევის თანახმად რომელსაც გამოცემა CNBC აქვეყნებს, მსოფლიოში მილიარდერების გაპოლიტიკოსების ფაქტები მზარდია. ფულთან ერთად ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენების ფლობა კი უკვე ის ტენდენციაა, რომელიც ანალიტიკოსებისთვის შემაშფოთებელია.
ჩამონათვალში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც და ნათქვამია, რომ მილიარდერების პოლიტიკაში მოსვლის სურვილი უკავშირდება საკუთარი სიმდიდრის დაცვის ძლიერ მოტივებს ავტოკრატიებში, დემოკრატიულ ქვეყნებში კი ფარული გზებით პოლიტიკაში არაფორმალური გავლენების მოპოვებას.