საიდუმლო ვიზიტის დეტალები - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვოიაჟი ოკუპირებულ რეგიონში

გამოქვეყნდა:

საიდუმლო ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი ვეტერანების პროტესტის მიზეზი ხდება. ორგანიზაცია "აარუა" საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტისგან მოითხოვს ვიზიტის ოფიციალურად დადასტურებას და განმარტებებს. აფხაზური მედია წერს, რომ დავით თარხან მოურავსა და ირმა ინაშვილს შეხვედრა ჰქონდათ ე.წ პრეზიდენტის ასისტენტ, ლაშა საკანიასთან.

მსგავსი ვითარებაა თბილისშიც. მხოლოდ ოპოზიცია და რამდენიმე მედია მეორე დღეა საუბრობს ალიანსის ლიდერების ვოიაჟზე ოკუპირებულ რეგიონში - რომლის განხორციელება კრემლისა და საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 

მეორე დღეა, რაც "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ "პატრიოტთა ალიანსის"ლიდერები დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, "ოცნების" წარმოამდგენლები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების სმგავსად დუმილს ამჯობინებენ და განცხადებას არ აეკეთებენ. 

ოპოზციამ "საიდუმლო ვიზიტი" პოლიტიკურად შეაფასა. ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გაემგზავრებოდნენ. მათივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან ეს იყო სამარცხვინო გადაწყეტლება. 

საიდუმლო აუდიენცის შესახებ ეს ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციოებმაც დაადასტურეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი