ათასობით მომიტინგე დიდ ბრიტანეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით აქციას შეუერთდა

გამოქვეყნდა:

ათასობით მომიტინგე გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. 

პოლიცია მოელის, რომ 100 000 ადამიანი შეუერთდება ლონდონში დემონსტრაციას. აქციები გაიმართა მანჩესტერში, გლაზგოში და სხვაგან. Sky News-ის კორესპონდენტი ლონდონის ცენტრიდან ამბობს, რომ პარლამენტის მოედნისკენ მიმავალ მსვლელობას ყველა ასაკის ადამიანი შეუერთდა.

დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები იზრდება, ლონდონის მერმა, დიდი მანჩესტერის მერმა და შოტლანდიის ლეიბორისტულმა ლიდერმა განაცხადეს საკითხის მხარდაჭერაზე.

დაუნინგ სტრიტმა და ლეიბორისტების ლიდერმა განაცხადეს, რომ ისინი "ჰუმანიტარული პაუზების" მომხრენი არიან - ბრძოლის დროებითი შეწყვეტა ღაზაში დახმარების დასაშვებად.

დღეს ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის 21-ე დღეა. ისრაელის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ "ჰამასის" თავდასხმების შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა 229 პირი კი მძევალია. "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 7 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი