"ჩვენ ვიწყებთ შურისძიებას" | ისრაელი ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

გამოქვეყნდა:

ისრაელ-ჰამასის ომის  21 დღე - ცოტა ხნის წინ განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ღაზის საზღვრის მახლობლად მდებარე თემებში, ასევე, ისრაელის სამხრეთით, ქალაქ აშკელონში. 

გუშინ ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციები გააფართოვეს, თუმცა ფართომასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა. პარალელურად გრძელდება საჰაერო იერიშები, აქტიურად იბომბება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი. 

ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიაიერიშის შედეგად  მოკლულია ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის საჰაერო და საზღვაო ძალების ხელმძღვანელები. ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციების გაფართოების პარალელურად თავდასხმები განაახლა "ჰეზბოლამ". ისრაელი აცხადებს, რომ  გაანადგურეს ტერორისტთა რაზმი, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი