ისრაელი ომის შემდეგ ეტაპზე გადავიდა | გალანტი

გამოქვეყნდა:

ისრაელი ომის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, ღაზაში ოპერაცია გაგრძელდება - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და ამბობს, რომ  ისრაელის არმია გააგრძელებს ოპერაციას, რომელიც ღამით დაიწყო ღაზის სექტორში და მიზნად ისახავს ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე ისლამისტური მოძრაობის ლიდერების ლიკვიდაციას.

"ჩვენ თავს დავესხით მიწისქვეშ და მიწის ზევით, იერიში მივიტანეთ ყველა რანგის ტერორისტებზე და ყველგან”, - თქვა მინისტრმა.

გალანტის თქმით, ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი წესრიგი არ დამყარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი