ლევან დავითაშვილი პუტინს 11 წუთი უსმენდა | საზეიმო ვახშამზე მტერთან ერთად

გამოქვეყნდა:

სადილი ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტთან და ახალი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის პირველ პირთან ერთად. პეკინში, მათ გარემოცვაში საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი იმყოფებოდნენ. ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა ამ სადილის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამ თემაზე საუბარი არც თავად ვიცე-პრემიერმა ისურვა დღეს. 

ექსპერტების შეფასებით  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პუტინის მოსმენის ნაცვლად დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინათ ღონისძიება. ისინი შემთხვევითობასაც გამორიცხავენ და ეეჭვებათ, რომ არ სცოდნოდა ქართულ დელეგაციას, რომ პუტინთან ერთად მოუწევდა ფორუმში მონაწილეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი