სტამბოლში, პროპალესტინურ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე "ჟლეტვა" უწოდა და "მთავარ დამნაშავედ" დასავლეთი დაასახელა, ისრაელს კი "ომის დამნაშავე" უწოდა - "ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ისრაელს მსოფლიოს გავაცნობთ, როგორც ომის დამნაშავეს" - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა გაიმეორა, რომ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. ერდოღანმა დასავლეთი გააკრიტიკა და მუსლიმანურ სამყაროს ერთიანობისკენ მოუწოდა.
პროპალესტინური დემონსტრაცია ათათურქის აეროპორტში გაიმართა.