"ჩემი დრო არ არის" | მაიკ პენსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება თავადვე გააკეთა ლას- ვეგასში გამართულ კონფერენციაზე და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაზე, სადაც ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მონაწილეობდა, უარი თქვა: 

"ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის შემდეგ მოვედი აქ იმის სათქმელად, რომ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი დრო არ არის. ასე რომ, ბევრი ლოცვისა და მსჯელობის შემდეგ, მე გადავწყვიტე დღესვე შევაჩერო ჩემი საპრეზიდენტო კამპანია“, - თქვა პენსმა.

მაიკ პენსი დონალდ ტრამპის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

პენსმა საარჩევნო მარათონი დატოვა რესპუბლიკური პრაიმერის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, რომელიც 15 იანვარს აიოვაში იწყება. პრაიმერის ფავორიტი რესპუბლიკელებიდან ყოფილი პრეზიდენტი ტრამპია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი