BBC-ის ინფორმაციით, ჰამასის ლიდერმა იაჰია სინვარმა ისრაელს ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება შესთავაზა, ისრაელის ციეხეებში მყოფი ჰამასის წევრების სანაცვლოდ. ეს არის სინვარის პირველი განცხადება 7 ოქტომბრის შემდეგ.
ჯგუფის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სინვარმა დაწერა: ”ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ გაცვლაზე, რომელიც მოიცავს სიონისტური მტრის ყველა ტყვეს გათავისუფლებას წინააღმდეგობის ძალების მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ" - წერს BBC
მძევლები ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის დროს აიყვანეს. არსებული მონაცემებით, ტერორისტების ტყვეობაში 229 პირია. მათ შორის, ბავშვები, მოხუცები და სამხედრო მოსამსახურეები.