სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Los-Angeles Times წერს, ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსახიობი "მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში დაიღუპა". მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.
მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ სერიალ Friends-მა და ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.