უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლობჟანიძე ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი დაჯგუფება "თბილისის" წევრი იყო.
მასთან ერთად ოკუპანტებთან შეტაკების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით აბულიძე, რომლის სიცოცხლესაც ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირული 51-ე ქართველი მებრძოლია.