უკრაინამ რუსების მიერ ღამით გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ ღამით გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - უწყების ცნობით, რუსებმა გასულ ღამეს უკრაინას ხუთი თვითმკვლელი და X-59 მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი ყველა მათგანი ჩამოაგდეს. 

საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ რაკეტები პოლტავას ოლქის მირგოროდის რაიონისკენ იყო მიმართული. ცნობილია, რომ შემთხვევამ დანაკარგებისა და სერიოზული ზიანის გარეშე ჩაიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი