ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია მინსკში შეხვედრებს მართავს. აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც. ადგილობრვი გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. სამთავრობო დელეგაცია უკვე შეხვდა ბელარუსის მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ბურაკს.
ჩვენი ღვინო, ლიმონათი და წყალი უკვე გადის ბელარუსში ექსპორტზე. ვგეგმავთ თაფლის გატანასაც. დაინტერესებული ვართ ბელარუსიდან სასოფლო-სამეუნეო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოტანით. მოვინახულეთ ქარხანა "ჰორიზონტი", რომელიც შესანიშნავ პროდუქტს აწარმოებს. დიდი ინტერესი გვაქვს თქვენი რძის პროდუქციის - თქვენ შენარჩუნებული გაქვთ საბჭოთა გოსტი და გაქვთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. აფხაზეთის ბიუჯეტის მთავარი წყარო კი ტურიზმია. საბჭოთა დროს აფხაზეთი იყო საბჭოთა გამოსაჯანმრთელებელი და ახლაც შეგვიძლია ეს იყოს რეგიონული ტურისტული ცენტრი, - თქვა არძინბამ.