ისრაელში ქართველი ებრაელი 9 წლის ბავშვი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ისრაელში ქართველი ებრაელი, 9 წლის ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას Time of Israel ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბავშვი აშდოდის დაბომბვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მას შემდეგ დაიღუპა, რაც "ჰამასის" თავდასხმის დროს საჰაერო განგაში ჩაირთო.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში "ჰამასის" თავდასმას ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი ემსხვერპლა.  ოჯახი გოლდბერგს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს "ჰამასი" დაესხა თავს. თამარ გოლდბერგს კვირას დაკრძალავენ. 

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი