
ყაზახეთში, ფოლადის გიგანტის ArcelorMittal-ის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 8. გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება გახდა. ყაზახეთში 29 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილზე. აგვისტოში ყარაგანდას მაღაროში ხანძრის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა.
ArcelorMittal Temirtau ყაზახეთში 15 ქვანახშირისა და მადნის მაღაროს ფლობს.